10:40 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 14:54:37, 3615 ნახვა

მსოფლიო
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ევროპაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის განმეორებას არ გამორიცხავს

კრისტინ ლაგარდი, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ევროპაში 2008 წლის ფინანსური კრიზისის განმეორებას პროგნოზირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ლაგარდის თქმით, თუ ევროპაში სახელმწიფოები დროულ ნაბიჯებს არ გადადგამენ კორონავირუსის ზეგავლენის შესამცირებლად, შესაძლოა 2008 წლის მსგავსი კრიზისული მდგომარეობა დადგეს.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გამო გაჩენილი რისკების წინააღმდეგ საპასუხოდ უნდა გატარდეს შესაბამისი მონეტარული პოლიტიკა.

სამშაბათს კრისტინ ლაგარდმა კონფერენციაზე საუბრისას ევროკავშირის ლიდერებს განუცხადა, რომ კოორდინირებული მოქმედების გარეშე, ევროპა ”დაინახავს სცენარს, რომელიც ბევრ ჩვენგანს 2008 წლის ფინანსურ კრიზისს შეახსენებს".

ლაგარდი აღნიშნავს, რომ დროულად უნდა გატარდეს შესაბამისი ზომები, რათა კორონავირუსმა ფინანსური სექტორი ნაკლებად დააზარალოს.

მანვე აღნიშნა, რომ შესაბამისი ზომები არ იმუშავებს ისეთ შემთხვევაში, როცა დაზარალებულ რეგიონებში ბანკებს სესხებს არ შეუნარჩუნებენ.

ცნობისთვის, კვირის განმავლობაში ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ცნობილია, ისინი იმისთვის, რომ საბანკო სისტემის ლიკვიდობა შენარჩუნდეს, მონეტარული განაკვეთის შემცირებას გეგმავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics