12:40 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 10:58:06, 1347 ნახვა

პოლიტიკა
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე პარლამენტში დღეს იმსჯელებენ

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს განიხილავს.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველამ გააცნობიეროს, რომ ცვლილებები რომელიც ზეგანაკვეთური შრომის, ღამის სამუშაოებისა და დასვენების დღეებში გაწეული მუშაობის ანაზღაურებას ეხება აუცილებად გასატარებელია.

„ცვლილება ეხება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, რომელიც ჩვეულებრივ სამუშაო დროსთან შედარებით ერთნახევარი ოდენობით უნდა ანაზღაურდეს. ცვლილება ეხება ღამის შრომას და დასაქმებული არასრულწლოვნების შრომას, რომელიც აუცილებლად უნდა დარეგულირდეს.  

კანონში ცვლილების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის, რომ დამსაქმებელს გაუჩნდება სამუშაო საათების წარმოებისა და აღრიცხვის ვალდებულება. როგორც უმრავლესობამ ისე სხვამაც უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელია“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა მანამდე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ჩააგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics