|
2020-03-07 12:59:55, 2577 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე - პირველად ვარ ოპტიმისტურად განწყობილი
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საარცევნო სისტემასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებზე ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი თქმით, ოპოზიციის, ტელევიზიებისა და მოქალაქეების ჩართულობამ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხში, თავისი შედეგი გამოიღო. „ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ამ საკითხებზე, აქ არის პოლიტიკური დევნის კომპონენტიც, ამ მიმართულებით, რა პროგრესი შეიძლება გვქონდეს გავიგებთ და საბოლოო ჯამში ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას. პირველად შემიძლია ვთქვა, რომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ჩვენმა და მათ შორის, ტელევიზიებისა და მოქალაქეების ჩართულობის ძალისხმევამ ამ პროცესში, თავისი შედეგები გამოიღო“, - განაცხადა თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე. ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას საარცევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების ვადა ორშაბათამდე აქვთ. მხარეებს შორის ფორმალური და არაფორმალური შეხვედრები სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)