12:40 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 13:31:52, 2584 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - გიგი უგულავამ 50 მილიონი მოიპარა და უხერხულია, მას პოლიტპატიმარი დაარქვა

„ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, როდესაც ადამიანი 50 მილიონს იპარავს, უხერხულია მას დაერქვას პოლიტპატიმარი.

„ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არიან დაკავებული კონკრეტულ საქმეზე. ადამიანი 50 მილიონს როცა იპარავს, უბრალოდ უხერხულია მას დაარქვა პოლიტპატიმარი. უბრალოდ უხერხულია,მგონია, რომ თქვენც, ჟურნალისტებს გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა. ძალიან კარგად ვიცით, ამის მტკიცებულებები არსებობს, ვიდეო კადრები არსებობს, როგორ გამოჰქონდათ თანხები. შესაბამისად, გიგი უგულავასთან დაკავშირებით პოლიტპატიმარზე საუბარი მართლა ძალიან უხერხულია იმ პატიმრებთან მიმართებაში, ვინც რაღაც პატარა დანაშაულზე იხდის სასჯელს“ ,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics