11:10 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 13:31:48, 1126 ნახვა

პოლიტიკა
სოფო კილაძე - „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც თეატრალური დასი, მხოლოდ მასხარაობა აქვთ დარჩენილი

„„ნაცმოძრაობა“საბოლოოდჩამოყალიბდა, როგორც თეატრალური დასი“, - ასე აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციის ბოიკოტს პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებასტან დაკავშირებით.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებაში და არ ასრულებს თავის ფუნქციას.

„"ნაცმოძრაობა" ჩამოყალიბდა საბოლოოდ, როგორც თეატრალური დასი. ისინი არ მონაწილეობენ საპარლამენტო ცხოვრებაში, არ ასრულებენ თავის ფუნქციას, როგორც ოპოზიცია, რაც მათ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეკისრებათ. ისინი გადავიდნენ მხოლოდ პერფორმანსებზე. მხოლოდ პერფორმანსები და მასხარაობა აქვთ დარჩენილი“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად პრეზიდენტის მოხსენებას არ დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics