07:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-28 10:23:37, 1863 ნახვა

მსოფლიო
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 800-მდე გაიზარდა

კორნავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 2 800-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის ინფიცირებულია 83 000-ზე მეტი ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა, ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა.

სამხრეთ კორეაში ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა და მან 2 022-ს მიაღწია.

როგორც ცნობილია, სამხრეთ აფრიკამ ვუჰანიდან თავისი 130 მოქალაქის ევაკუაცია დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორი დღის წინ, კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველოში მოდიოდა. მოქალაქე საზღვრიდანვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე განგაშის საფუძველი არ არსებობს. მისი მდგომარეობა, ექიმების თქმით, დამაკმაყოფილებელია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics