09:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-27 22:41:47, 3076 ნახვა

ეკონომიკა
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი - საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
 
მიქაელ ჯაბაროვის თქმით, აზერბაიჯანული კომპანიები ძალიან აქტიურები არიან და მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკაში.
 
„შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული პროექტების სტატუსი და ასევე თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობები არა მხოლოდ არსებული ეკონომიკური ბრუნვისა და ინვესტიციების ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ეროვნული ეკონომიკების შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით, რათა კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ბაზრები როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო უცხოური ინვესტიციებისთვის", - აღნიშნა მიქაელ ჯაბაროვმა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ექსპორტი და ტრანზიტი, მათ შორის, საკონტეინერო და არასაკონტეინერო გადაზიდვები, საერთო სამომავლო საინვესტიციო პროექტები და ვაჭრობა.
 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ნათია თურნავა ხვალ  სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს სესიაში „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics