08:05 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 23:51:48, 2081 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა - ივანიშვილმა შემომითვალა აბაროტები დამეწია

'ევროპული საქართველოს' მსჯავრდებული ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, დაკავებამდე ივანიშვილმა შეუთვალა, "აბაროტები დაეწია". ამაზე მან ე.წ. მატროსოვის ციხიდან გადაცემა რეაქციაში, სატელეფონო ინტერვიუს დროს ისაბურა:

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ნამდვილად შეუთვალა, თუ არა ივანიშვილმა, რომ დაიჭერდა იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკიდან არ წავიდოდა. უგულავამ თქვა, რომ ის ვერ დაასახელებს იმ ადამიანებს, ვინც მას გზავნილი გადასცეს. 

"გადმომცა ივანიშვილმა, რომ პოლიტიკიდან წასვლა არა, მაგრამ უნდოდა ასე ვთქვათ "აბაროტების" დაწევა, რაზეც პასუხი ის იყო, რომ არანაირი "აბაროტები" არ დაიწევა, ხალხს რაც დაპირდი, ის შეასრულე, სხვა შემთხვევაში წყალგამყოფი არის, რომ შეუძლებელია, რაიმე ნორმალურობისკენ დაბრუნება," - თქვა უგულავამ. 

გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა საქმეზე, რომელზეც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს, საპროტესტო ტალღის ფონზე მიუსაჯა, რომლის ერთერთი მთავარი ფიგურა სწორედ უგულავა იყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics