06:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-24 11:51:45, 3323 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა სირიასა და პალესტინაზე საჰაერო იერიში მიიტანა

ისრაელმა სირიასა და პალესტინაში საჰაერო იერიში მიიტანა, ღაზას სექტორი და სამხრეთ დამასკო დაიბომბა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი" აქვეყნებს.

ისრაელის მთავრობის ცნობით, სირიაში დაიბომბა ტერიტორია, რომელიც დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს“ ეკუთვნის. როგორც ცნობილია, ავიაიერიშის შედეგად დაჯგუფების ორი წევრი გარდაიცვალა. „ისლამური ჯიჰადის“ ინფორმაციით, ისინი გარდაცვლილების გამო სამაგიეროს გადახდას აპირებენ.

ისრაელის ხელისუფლების თქმით, „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი გარდაცვლილი წევრი ღაზას სექტორში, ისრაელის სასაზღვრო ზოლთან ასაფეთქებელი ნივთიერების განთავსებას ცდილობდა.

პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და სხვა გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ ორი სხვა პალესტინელი ისრაელის სამხედროებმა ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ დაჭრეს, როცა ისინი საზღვართან დაღუპულის ცხედრის გადატანას ცდილობდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics