|
2020-02-20 11:59:47, 1127 ნახვა
პოლიტიკა
კობერიძე - დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველოს“ მერაბიშვილს
„დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. კობერიძე მიიჩნევს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე დანაშაული მიუძღვით, ამ ქვეყანში შეუძლებელია ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა. „ვანო მერაბიშვილის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ, ახლა დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილს, საით გაუწევს უფრო გული. ეს მათი შიდა სამზარეულოს თემაა, რომელიც ვფიქრობ, არც თუ ისე აქტუალური იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის და მომავალი არჩევნებისთვის. პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე მიუძღვით დანაშაული, არ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში როდესმე შეიძლება, ჰქონდეთ პოლიტიკური პერსპექტივა“, – განაცხადა კობერიძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხე დღეს დატოვა. როგორც მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ციხის კარი ყველა პოლიტპატიმრისთვის ფართოდ გაიღება“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)