12:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 16:45:51, 1987 ნახვა

ეკონომიკა
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მონაწილეობას თურქეთში ევროპის საავიაციო ფორუმში მიიღებს

19-21 თებერვალს, თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 გაიმართება. რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოდან ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იქნება წარმოდგენილი.

სამდღიანი ფორუმის ფარგლებში 2600 შეხვედრა და 19 გამოფენა გაიმართება. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.

,,ფორუმის ფარგლებში შევხვდებით პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს აეროპორტებში ოპერირებენ. ასევე, ევროპის წამყვან სხვა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს. გვექნება პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

CONNECT - მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics