04:10 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 18:52:58, 1622 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროელ კოლეგას შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრედრაგ ბოსკოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა.

მინისტრებმა მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებამდე განვლილ ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროცესი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს და ამ მხრივ მონტენეგროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში ნატოს მეტი ჩართულობა დაასახელა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში მონტენეგროს მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics