|
2020-02-12 15:42:36, 1798 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - დღეს, უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება „ნაცმოძრაობას“ და თავად უგულავას აწყობს
„თუკი ვინმეს დღეს აწყობს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი, ვინც უგულავას დაკავების შემდეგ პოლიტიკურად დაზარალდა, ესაა „ქართული ოცნება“, „ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყურადრებით ვუსმენთ, ვიღებთ მათ რჩევებს, სწორედ ამ რჩევიდან გამომდინარე, ვსხედვართ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუკი ვინმეს დღეს აწყობს უგულავას განაჩენის საბაბად გამოყენება, ეს არის თვითონ გიგი უგულავა და „ნაციონალური მოძრაობა“. რათა მათ გამოიყენონ ეს ყველაფერი საბაბად, დიალოგის მაგიდიდან წასვლისთვის. თუკი ვინმეს საწინააღმდეგოდ ეს გადაწყვეტილება ამ კონტექსში პოლიტიკურად საზიანოდ მოქმედებს, ესაა სწორედ მმართველი გუნდი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)