|
2020-02-12 00:12:07, 1561 ნახვა
სამართალი
-ვახტანგ გომელაური: 112-ზე ხალხი რეკავს - ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობა პოლიციას
პოლიციისადმი მოსახლეობის ნდობა საგრძნობლად გაზრდილია. გაზრდილია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის - „112“-ის მეშვეობით სხვადასხვა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მაჩვენებელიც - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „SWOT ანალიზში“ სტუმრობისას ისაუბრა. მინისტრის თქმით: „ საკითხის მიმართ მიდგომა ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა. ხალხი რეკავს - ეს იმას ნიშნავს, რომ ენდობა პოლიციას. თუმცა, არის ხშირი შემთხვევა, თუნდაც არასრულწლოვნების თემიდან, როცა მშობელი მოდის და გვეუბნება: იცით რა, ჩემი შვილის ჩვენებას ვერ მოგცემთ. კი შეესწრო, ვთქვათ, დანაშაულს (ფაქტია, ჩანს, რომ ეს ადამიანი უყურებს იმ კონკრეტული დანაშაულის ჩადენას), მაგრამ არ მინდა იმიტომ, რომ ჩემი შვილი სკოლაში უნდა მივიდეს, თანაკლასელები არიან. არის, ვთქვათ, მეზობლის შვილი და იმაზეც ვერ იტყვის... აი ეს თემა უფრო არის ხოლმე, ანუ ოჯახური და მეგობრული წრიდან გამომდინარე, რომ ვერ დავადებ მე იმას ხელს და ვერ ვიტყვი ამას. რა თქმა უნდა, მის გარეშე ვერ დავკითხავთ მოზარდს, მშობელია. ის კი ამბობს, რომ არ მინდა ჩემმა შვილმა მისცეს ჩვენება ამ თემაზე. მას აქვს კანონიერი უფლება, რომ ჩვენების მოცემაზე უარი თქვას. ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია, ვიდრე, ასე ვთქვათ, კრიმინალის შეფარება.“ ამავე ინტერვიუში ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დამნაშავისთვის ხელის დაფარების ფაქტების მნიშვნელოვანი კლების ტენდენციაზეც. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ამ მიმართულებით საგრძნობი წინსვლაა: „მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ვუახლოვდებით ჩვენს მეგობარ ქვეყნებს ევროკავშირიდან. იქ არ არის თემა, რომ შეიფარონ დამნაშავე, მითუმეტეს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და სხვა დიდ ქვეყნებში. რომ ხდება დანაშაული, რეკავს მოსახლეობა და აცნობებს პოლიციას. თითქოს, მივდივართ აქეთაც. ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)