|
2020-02-11 14:54:02, 1539 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი - სასამართლოს უგულავას საქმეზე თვალი რომ დაეხუჭა, შემდეგ ეს იქნებოდა მსჯელობის საგანი
„დაძაბულობის თავიდან აცილება იმ მეთოდით, რომ თვალი დაეხუჭა საგამოძიებო სტრუქტურას 50 მილიონის გაფლანგვაზე, შემდეგ ეს იქნებოდა საზოგადოებაში ძალიან სერიოზული მსჯელობის საგანი“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკი აღნიშნავს, რომ უგულავას საქმეზე კომპრომისი პოლიტიკური გარემოების გამო დაუშვებელია. „მე, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე არ შეჩერებულა 2013 წლიდან მოყოლებული და ამასთან დაკავშირებით, პროკურატურა სხვას ვერაფერს გააკეთებდა. გამომდინარე იქედან, რომ გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ კონკრეტული ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე თუ მოადგილეები დაკავებულები არიან გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო და შესაბამისად, პროკურატურა კომპრომისს ვერ დაუშვებდა იმის გამო, რომ იქ პოლიტიკური თემაც რასაკვირველია არსებობს. დაძაბულობის თავიდან აცილება იმ მეთოდით, რომ თვალი დაეხუჭა საგამოძიებო სტრუქტურას 50 მილიონის გაფლანგვაზე, ესეც არ დარჩებოდა უყურადღებოდ და დამიჯერეთ, სწორედაც ეს იქნებოდა საზოგადოებაში ძალიან სერიოზული მსჯელობის საგანი. განსაკუთრებით, სწორედ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებში და ახლობლებში, რომლებიც დაკავებული არიან გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვისთვის. ასე რომ აქ საერთაშორისო გამოცდილებაც აშკარად მიგვითითებს, რომ კომპრომისი ამ თემაზე პოლიტიკური გარემოებების გამო არ შეიძლება იქნეს დაშვებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)