01:23 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 16:06:09, 1391 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მზად არიან უმრავლესობის კომპრომისულ ვარიანტს მხარი დაუჭირონ

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მზად არიან უმრავლესობის კომპრომისულ ვარიანტს მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ „დამოუკიდებელმა დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისინი იმ შემთხვევაში დაეთანხმებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100/50-ზე პრინციპით, თუ არჩევნებზე მისვლა საქართველოს ტერიოტორიაზე მცხოვრები ყველა პირისთვის სავალდებულო გახდება.

„პირველი, 2024 წლიდან აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში რსებული მუხლის ცვლილება 2020 წლიდან. თუკი 2020-2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე ორინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. არჩევენბის შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისთვის, ფართო პოლიტიკური ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩვენების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. მეოთხე, ზემოაღნიშნული სამი პირობის გათვალისწინებით ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსესუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული და 50 მაჟორიტარული მოდელით. ესაა ჩვენი კომპრომისული შეთავაზება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics