|
2020-02-08 13:06:56, 2275 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია ხელისუფლებას - ჩრდილოეთ კორეულ სტილში იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგადაა, სამარცხვინოა
„ჩრდილოეთ კორეულ სტილში, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ატყუებდნენ მოსახლეობას, არ წაგვიგიაო იმიტომ, რომ მატჩი არ აჩვენეს, ასე მხოლოდ კარგის წინ წამოწევა და პრობლემის დამალვა, სამარცხვინოა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. ბოკერიას თქმით, ხელისუფლებისთვის 2020 წელი საკვანძო და გარდამტეხი იქნება. „2020 წელი იქნება საკვანძო და გარდამტეხი. სწორედ ეს გზავნილი უნდა მიიღონ საქართველოს ყველა მეგობრისგან და გაიგონ, გონს მოეგონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეს ინსტინქტი, რომ რაღაცა ჩრდილოეთ კორეულ სტილში, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ატყუებდნენ მოსახლეობას, არ წაგვიგიაო იმიტომ, რომ მატჩი არ აჩვენეს, ასე თქმა, რომ ყველაფერი კარგად არის, საქართველოს მიესალმებიან და ბუნებრივია მხარს უჭერენ, იძახიან კარგი ხალხი ხართ და მხარს გიჭერთო ა.შ ამ დიპლომატიური ნაწილის წინ გამოტანა და იმის არ ხსენება, რამდენ პრობლემაზეა გამახვილებული ყურადღება, სამარცხვინო ამბავია და არ შველის არაფერს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)