13:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-04 13:30:49, 1402 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის პარლამენტის სესიასთან დაკავშირება სპეკულაციის პიკია

„ბაღდათში მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია და შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, ვინც გარდაიცვალა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პლენარული სხდომის გადადებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას მოწოდებას.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამ საკითხის პარლამენტის სესიასთან დაკავშირება „სპეკულაციის პიკია, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს“.

„ეს არის თემა, რომელიც მნიშვნელოვანია მორალურადაც და დასკვნებია გასაკეთებელი, რა მოხდა. შესასწავლია საკითხი. ამის დაკავშირება სესიასთან არის სპეკულაციის პიკი, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს, არც იყო მოსალოდნელი, რამე მორალურობაზე აქ ლაპარაკი ზედმეტია. კომიტეტი არ არის, დარგი არ არის, საკითხი არ არის ისეთი, რომლის განხილვაც საგანგებო მნიშვნელობის არ იყოს ჩვენი მოსახლეობისათვის – სოფლის მეურნეობა იქნება ეს, ადგილობრივი თვითმმართველობა, საგარეო თუ სხვა საკითხები. იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებია, რომ ბოიკოტირება ამ შემთხვევაში არის ამ საკითხების წინააღმდეგ მიმართული და არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანის, მათშორის ოთხი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics