|
2020-02-03 15:43:03, 1773 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი და გეგმები ჩვენს პარტნიორებთან სათანადოდ იქნება მიტანილი
„საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ბიურის სხდომაზე განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დაგეგმილია შეხვედრები სტრატეგიულ პარტნიორებთან და მანვე იმედი გამოთქვა, რომ ისინი სათანადოდ იქნებიან ინფორმირებულნი საქართველოს პროგრესისა და გეგმების შესახებ. „საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მინდა, მადლობა გადავუხადო კოლეგებს, რომლებმაც უკვე მიიღეს ევროპის საბჭოს ფორმატში მონაწილეობა, სამუშაო შეხვედრებსა და სესიებში, ასევე ევროპარლამენტის მიმართულებით ჩვენ ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან. უკვე დაგეგმილია ოთხზე მეტი მაღალი დონის ვიზიტი, რომელთა განხორციელებაც ამ კვირიდან დაიწყება. ასე რომ, ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიური იქნება პარლამენტი და იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი და გეგმები, რაც მთავარია, მომავალთან დაკავშირებული ხედვა ყველა ჩვენს პარტნიორთან სათანადოდ იქნება მიტანილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)