|
2020-02-03 14:45:15, 1797 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის პიკეტირებას არ აქვს კავშირი საარჩევნო მოდელზე მსჯელობასთან
„ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ეს არ არის პარლამენტის პიკეტირება, ეს არის იმ საკითხების პიკეტირება, რომლებიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და შეასრულოს ფუნქცია ხალხისა და ქვეყნის წინაშე. „ოპოზიციის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას არავითარი კავშირი არ აქვს იმ პროცესთან, რასაც საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა ჰქვია, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია, კერძოდ, ეს არის სოფლის მეურნეობის საკითხები, ასევე ეკონომიკური და სამართლებრივი საკითხები, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს და თავისი ფუნქცია შეასრულოს ხალხისა და ქვეყნის წინაშე. სწორედ ამის პიკეტირება ხდება. ასეთი პიკეტირებით ვითომდა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების წარმატებაზე საუბრობენ, რაც ტყუილია”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)