00:21 - 26 Jul, 2026
|
2020-02-03 12:26:44, 2027 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის მიერ ხვალ დაანონსებულ პარლამენტის პიკეტირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება მიუღებელია. მისივე თქმით, აღნიშნულ ქმედებას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „პარლამენტის პიკეტირებას მიუღებელია და ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში. პიკეტირება კანონდარღვევაა, შესაბამისად, პიკეტირებას, ბლოკირებას, კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“ ცნობისთვის, ხვალ, 4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია ოფიციალურად იხსნება. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგი კაპანაძემ აღნიშნა, პლენარული სხდომის პარალელურად ხვალ, საკანონმდებლო ორგანოს წინ სირცხვილიას კორიდორი მოეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)