04:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 14:30:17, 4836 ნახვა

მსოფლიო
NBA - ჩვენი ოჯახი განადგურებულია ბრაიანტის ტრაგიკულად სიკვდილის გამო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) აცხადებს, რომ მათი ოჯახი ლეგენდარული კობისა და მისი შვილის გარდაცვალების გამო განადგურებულია.

ისინი უსამძიმრებენ ბრაიანტის ოჯახს, ლეიკერს, რომელშიც ის თამაშობდა და მთელ სპორტულ სამყაროს.

 „NBA-ის ოჯახი განადგურებულია კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ტრაგიკულად სიკვდილის გამო. 20 სეზონის განმავლობაში კობიმ გვაჩვენა, რას ნიშნავს, როდესაც შესანიშნავი ნიჭი შერწყმულია გამარჯვებისადმი აბსოლუტურ ერთგულებასთან . ჩვენი თამაშების ისტორიაში, კობი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, მისი მიღწევები ლეგენდარულია. მაგრამ ყველაზე მეტად ის დაამახსოვრდებათ იმის გამო, რომ მან შთააგონა უამრავი ადამიანი მსოფლიოში, აეღოთ კალათბურთის ბურთი და ეთამაშათ შესაძლებლობების ფარგლებში. ის ხედავდა საკუთარ მისიას იმაში, რომ გაეზიარებინა ის მომავალი მოთამაშე თაობებისთვის.

ჩვენ ვუსამძიმრებთ მის მეუღლეს ვანესას და ოჯახს, „ლოს-ანჯელეს ლეიკერს“ და მთელ სპორტულ სამყაროს“, - წერს NBA-ის კომისარი ადამ სილვერი.

ცნობისთვის, დღეს კალიფორნიაში, კატასტროფა განიცადა ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ვერტმფრენმა, რომლის შედაგაც თავად ბრაიანტი, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics