02:42 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 12:10:52, 1768 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ

თბილისის საკრებულოსთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები 23 იანვარს საკრებულოში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაისაჯოს და მიეცეს პასუხისმგებაში ყველა ის დეპუტატი, ვინც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. ასევე ისინი ითხოვენ, რომ აღნიშნულმა პირებმა დატოვონ თანამდებობები.

ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ისინი აპირებენ საკრებულოს თავმჯდომარესთან შესვლას, რათა გიორგი ტყემალაძისგან პასუხები პირადად მოისმინონ.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს თბილისის საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.ერთმანეთს „ქართული ოცნების“ დეპუტატები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დაუპირისპირდნენ. ინციდენტის გამო სხდომა ჩაიშალა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics