19:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-24 11:25:34, 1137 ნახვა

კომენტარი
იონათამიშვილი: არ მიკვირს, რომ მედიამ სხვაზე ადრე გაიგო სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა

„არ მიკვირს, რომ მედიამ სხვაზე ადრე გაიგო, სახალხო დამცველის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა“, - ასე გამოეხმაურა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ნინო ლომჯარიას გუშინდელ კომენტარს, რომელიც დაინერესდა, თუ საიდან მიიღეს ჟურნალისტებმა ინფორმაცია მისი „მატროსოვის ციხეში“ მისვლის თაობაზე.

იონათამიშვილის განცხადებით, გასარკვევია თუ როგორ და რანაირად მოხდა ამ ინფორმაციის ჟურნალისტებისთვის მიწოდება.

„არ მიკვირს, რომ მედიამ სხვაზე ადრე გაიგო, რომ ქალბატონი ნინო იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. ხშირ შემთხვევაში, თქვენ, ჟურნალისტები უფრო ინფორმირებული ხართ, ვიდრე ჩვენ, გადაწყვეტილების მიმღები პირები.

გამოსარკვევია, როგორ და რანაირად მოხდა ამ ინფორმაციის მიწოდება. თუმცა მეორე მხრივ, ასევე ძალიან დიდი პრობლემა არის, როდესაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, მხოლოდ იმიტომ რომ სახალხო დამცველი არ ასახელებს ვის შეხვდა და მას აქვს უფლება, არ დაასახელოს ვის შეხვდა, უწოდებს დაკომპლექსებულს. ეს მეორე უბედურებაა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics