|
2020-01-23 15:38:47, 1720 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში
„სახელმწიფო დგამს ქმედით ნაბიჯებს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გავრცელებული კვლევის შედეგებს. იონათამაშვილის თქმით, თითოეული საქმიანობა, რაც კორუფციის მინიმუმამდე დაყვანასთან და აღმოფხვრასთანაა დაკავშირებული, ეფექტურად მიმდინარეობს. „სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებსაც გავეცნობით, ნამდვილად ეფექტურად მიმდინარეობს თითოეული საქმიანობა, რაც კორუფციის მინიმუმამდე დაყვანასთან და აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ხელშეუხებელი არავინ არ არის. ვინც გაბედავს და კორუფციულ გარიგებაში ან დანაშაულში იქნება ეჭვმიტანილი, კანონის მკაცრი რეაქცია იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)