01:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-21 13:04:58, 1774 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ჰუმანური პოლიტიკა

„მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში და გაგრძელდება ის ჰუმანური პოლიტიკა სასჯელაღსრულების სისტემაში“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მისი მიზანია, რომ მომავალმა მინისტრმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება, უკეთესი პოლიტიკა გააგრძელოს.

„რა თქმა უნდა, მჯერა, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს 2020 წლის არჩევნებში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ის ჰუმანური პოლიტიკა, რაც ჩვენ შევძელით მოგვეტანა პენიტენციურ სისტემაში თითოეული ჩემი წინამორბედი მინისტრის თაოსნობით, დაწყებული ბატონი სუბარიდან, შემდეგ უკვე მე ვცდილობ, გავაგრძელო.

გაგრძელდება პოლიტიკა, მშენებლობები – ჩვენ წელს ჩავუშვებთ და მომდევნო იუსტიციის მინისტრი გააგრძელებს. ჩემი მთავარი მიზანია, რომ მან, ვინც იქნება მინისტრი და ის იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შეძლოს, ამას დააშენოს უკეთესი რამ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics