18:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-11 13:34:53, 3025 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე - თავისუფალი კონკურენციის განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა

„თავისუფალი კონკურენციის პრინციპების დაცვა და განვითარება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“, -  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირის მიერ საქართველოში კონკურენციის სფეროს სამწლიანი პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა სრულ ჰარმონიზაციაშია ევროპულთან, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

„დღეს ჩვენი კანონმდებლობა სრულ ჰარმონიზაციაშია ევროპულთან, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, მათ შორის, საჭიროა ბიზნეს სექტორისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება კონკურენციის პოლიტიკის შესახებ და  მათთვის მეტი ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება. დიდი მადლობა ევროკავშირს აღნიშნული რეფორმის მხარდაჭერისთვის.

საქართველოს მთავრობის ამოცანაა ისეთი ინსტიტუციური და სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას და თავისუფალი კონკურენციის დანერგვას ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად," - განაცხადა მინისტრის  მოადგილემ.

აღნიშნული პროექტი „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების" (DCFTA) მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა და მიზნად ისახავდა საქართველოში კონკურენციის კულტურის დახვეწას და საქართველოში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დანერგვას. პროექტმა 100-ზე მეტ მნიშვნელოვან ინიციატივას დაუჭირა მხარი, რომელმაც ხელი შეუწყოს კონკურენციის სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას.

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი ვინსენტ რეი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics