22:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-04 19:17:01, 2350 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე დეკანოზის შეწყალებაზე: ფაქტიურად, საპატრიარქომ „ხელი დაიბანა“

„დღევანდელი განცხადება საპატრიარქოს სპიკერის მხრიდან არის გაგრძელება პილატეს სასამართლოსი და პილატეს მიერ ხელის დაბანის გამეორებაა“, - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, რადგან საქმესთან დაკავშირებით სინოდალური კომისია არ იკრიბება, აუცილებელია საკითხი საპარლამენტო კომისიამ შეისწავლოს.

„ფაქტიურად, როგორც პილატემ, ისე საპატრიარქომ დაიბანა ხელი. ხელისუფლებას და ეკლესიას ყველაზე მეტად ეშინია "ციანიდის საქმის" და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, საზოგადოებამ, ქართულმა ერმა მომავალი წლიდან ისევ უნდა დავსვათ საკითხი თუ არასინოდალური კომისია, რომელიც განჩინების მიუხედავად არ შედგა და არ იკრიბება, საპარლამენტო კომისია შეიკრიბოს“,- განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, დღეს მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს შუამდგომლობებიდან, რომელიც პრეზიდენტს გაეგზავნა, მხოლოდ 5%-ია დაკმაყოფილებული. მანვე აღნიშნა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics