19:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-31 16:38:59, 4710 ნახვა

ეკონომიკა
„ანაკლიის კონსორციუმი“ - არაერთხელ გაჟღერებული ე.წ. ვადების ამოწურვის საკითხის მიუხედავად, ინვესტორთან მუშაობას არ ვწყვეტთ

„მიუხედავად არა ერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს“, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია აღნიშნული.

კონსორციუმში აცხადებენ, რომ არაერთი მიმართვისა და თხოვნის მიუხედავად, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა.

„არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არა ერთხელ გაკეთებული მიმართვისა და თხოვნისა, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა.

კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი სამართლებრივი დავა, რომელიც დამაზიანებელი იქნება ყველა მხარისათვის.

აქვე, გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მთელი გუნდის სახელით მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი! სრულიად საქართველოს ვუსურვებთ ღირსეულ და ბედნიერ მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics