19:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 14:12:50, 1741 ნახვა

ეკონომიკა
დღგ-ის რეფორმაზე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დამატებული ღირებულების გადასახადის დირექტივასთან დაახლოების მიზნით, საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის სამუშაო ფორმატში განხილვას.

დღგ-ის რეფორმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა და მას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი დაესწრნენ.

როგორც აღინიშნა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, შეამცირებს სადავო შემთხვევებს და გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნესის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

საჯარო განხილვების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics