21:11 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 15:44:21, 1667 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ ხელშეწყობით სერვისი KoronaPay ამოქმედდა

ფულადი გზავნილის მიღება პირდაპირ ბარათზე გახდა შესაძლებელი. სერვისი KoronaPay, ეს არის ახალი მომსახურება, რომელიც გზავნილების სისტემამ „ზოლოტაია კორონა“, ვითიბი ბანკთან თანამშრომლობით დანერგა. აღნიშნული მომსახურება უზრუნველყოფს, ფულადი გზავნილის ჩარიცხვას ნებისმიერი ქართული ბანკის Visa-ს და  Mastercard-ის ბარათზე.

“KoronaPay“ უფასოდ არის ხელმისაწვდომი App Store -ში და Google Play -ში და ასევე საიტზე  koronapay.com, მობილურ აპლიკაციაში აისახება ყველა გზავნილი და შესაძლებელია სასურველი გზავნილის მარტივად ბარათზე ჩარიცხვა. ბარათზე, აღნიშნული გზავნილი ლარში დაკონევერტირებული აისახება.

„ფულადი გზავნილების სისტემა „ზოლოტაია კორონა“ დღეს საქართველოს 81 დასახლებული პუნქტის 1100 წერტილშია წარმოდგენილი.  წამყვან ქართულ საფინანსო ინსტიტეტებთან ერთად, ჩვენი გზავნილები მართლაც, რომ ყველსთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, და დღეს ვითიბი ბანკთან ერთად ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ახალ შესაძლებლობას - კომპიუტერის ან სმარტფონის გამოყენებით მარტივად ჩაირიცხონ თანხა საკუთრ ბარათზე“ - განაცხადა  „ზოლოტაია კორონას“ დირექტორის მოადგილემ - ოლესია ფიოდოროვამ.

„ვითიბი ბანკი“ ცდილობს დანერგოს ყველაზე აქტუალური სერვისები და ხელმოსაწვდომი გახადოს წამყვანი ტექნოლოგიები.  დღეს საფინანსო სფეროს მთავარ ტრენდს, სწორედ დიჯიტალიზაცია და სერვისების სმარტფონში გადატანა წარმოადგენს. მომხარებლებს, მომსახურების მიღება სწრაფად და კომფორტულად სურთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი კლიენტები დადებითად შეაფასებენ ახალ მომსახურებას, რომელიც ნებისმიერი ბანკის ბარათით არის ხელმისაწვდომი.“ -  განაცხადა ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics