|
2019-12-23 13:11:36, 1896 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში 2020 წლისთვის თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტია დაგეგმილი
„საქართველოში 2020 წლისთვის თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტი იგეგმება“, – ამის შესახებ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთში,გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა. მისივე თქმით, ერდოღანის საქართველოში ვიზიტი გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ამასთან, როგორც ელჩი ამბობს, 2020 წლის თებერვალში ანკარაში სტრატეგიული კომისიის სხდომა გაიმართება. „ანკარაში რამდენიმე კვირის წინ გაიმართა ჩვენი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი, რასაც მოჰყვა ეკონომიკური კომისია, რომელიც 14 წლის პაუზის შემდეგ პირველად შედგა. ამას მოჰყვა პრემიერის განმეორებითი ვიზიტი ტანაპის გახსნასთან დაკავშირებით ქალაქ ედირლეში. ჩვენ მოვილაპარაკეთ თურქულ მხარესთან, სავარაუდოდ თებერვლის თვეში იქნება სტრატეგიული კომისიის სხდომა ანკარაში დანიშნული და შემდგომ სავარაუდოდ მაისის თვეში პრეზიდენტი ერდოღანი ეწვევა საქართველოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)