22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 18:13:24, 1757 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მესამე კვარტალში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა

„ექსპორტი მიმდინარე წლის ნოემბერში 25 პროცენტით გაიზარდა, ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში კი იმაზე მაღალია, ვიდრე ველოდით. ექსპორტი კვლავაც რჩება ჩვენი ეკონომიკური ზრდის გამწევ ძალად," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„საქსტატის" ინფორმაციით, ყოველკვარტალური მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის  მესამე კვარტალში  5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-სექტემბრის პერიოდში ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტს გაუტოლდა. კვარტალური კვლევის მიხედვით, 2019 წლის მესამე კვარტლის ეკონომიკური ზრდა 0.1 პროცენტული პუნქტით ზრდის მიმართულებით დაზუსტდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. „ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არევისა და დესტაბილიტაციის მცდელობებმა ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებაზე ნაკლები გავლენა იქონიოს, განვითარდეს ეკონომიკა, განვითარდეს ბიზნესი, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ჩვენი გეგმების მიხედვით მოსახლეობის უფრო მეტ კეთილდღეობას მივაღწიოთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics