02:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 16:55:33, 2616 ნახვა

კომენტარი
საფრანგეთის ელჩი - ხაზგასმით აღვნიშნეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნები შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს

„ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მომავალი არჩევნები შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსი განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

„შეხვედრა შედგა ოპოზიციურ პარტიებსა და ევროპელ დიპლომატებს შორის. განვიხილეთ მომავალი არჩევნების თავისუფალ და  სამართლიან გარემოში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების საკითხი. ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები, როგორც საარჩევნო დღეს, ასევე ერთი კვირით ან ერთი თვით ადრეც, შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. ყურადღება გავამახვილეთ, რომ ყველა მხარე და პოლიტიკური პარტიები, იმუშავებენ, რათა შექმნან ის კონდიციები, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს უზრუნველყოფს, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ამ ძირითადი პრინციპების შესახებ ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას ვესაუბრებით“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics