02:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-14 15:57:27, 2141 ნახვა

კომენტარი
კობახიძე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე: ამის არც სურვილი გვაქვს და არც ინტერესი

„არც ინტერესი და არც სურვილი იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდეს, არ არსებობს“, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დასანანია, რომ კონსტიტუციური თანამდებობის პირი მსგავსი შინაარსის განცხადებას მტკიცებულებების გარეშე აკეთებს.

„არც ინტერესი და არც სურვილი იმის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მოხდეს, არ არსებობს. ჩვენს მხარდამჭერებში ძალიან დიდი მოტივაცია და ენთუზიაზმი არსებობს, რომ ღონისძიებას შეუერთდნენ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც მიჩვეული ვართ. როდესაც არც ერთი მტკიცებულება და ფაქტი არ არსებობს და ასეთი განცხადება კეთდება, ძალიან დასანანია. უფრო მეტად დასანანია, როდესაც ამას კონსტიტუციური თანამდებობის პირი აკეთებს“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რეგიონებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. ომბუდსმენმა ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს თანამშრომელთა იძულების შეწყვეტისკენ მოუწოდა.  ასევე, საგამოძიებო ორგანოებს მიმართა, განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება იკვეთებოდეს დანაშაულის ნიშნები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics