17:28 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 14:00:11, 1429 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ თავისი „ბანძი“ და „გოიმური“ მოქმედებებით დღეს დამთავრდა

„თავისი სატელიტი პარტიებით და მოძრაობებით „ნაცმოძრაობა“ დღეს დამთავრდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ  ჟურნალისტებს პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ განუცხადა, სადაც ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენელმა გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა და დაასხა, რის გამოც, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა და დეპუტატებმა დარბაზი დატოვეს.

მდინარაძის თქმით, ეს არის ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია და არ შეიძლება მსგავსი მდაბიო საქციელებით უნიჭო პერფორმანსის დადგმა.

 „საქმე გვაქვს ყველზე მდაბიო საქციელთან, თუკი რაიმე შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ. „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით და მოძრაობებით დღეს დამთავრდა, ბოდიში საზოგადოებასთან, მაგრამ ასეთი ბანძი და გოიმური მოქმედებებით. შეიძლება აღშფოთება გამოითქვას, მაგრამ იმდენად მდაბიო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა, არც თამაში, არც პერფორმანსი არ ქვია, ამას ქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია. არ შეიძლება ასეთი საქციელები, რაც არ უნდა მოგწონდეს ან არ მოგწონდეს პროცესები, არ შეიძლება, ასეთი მდაბიო საქციელებით უნიჭო პერფორმანსი დადგა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რუსეთის ძალებმა კიევის რეგიონს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, იყო აფეთქებები
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics