16:33 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 15:33:42, 1588 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: პარტიათა შორის ურთიერთობაში კრიზისია, რომელიც ჩვენ არ გამოგვიწვევია

„კრიზისი არის პარტიათა შორის ურთიერთობაში და ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, არსებული კრიზისი უტიფარი განცხადებებით და ხეპრული გამოსვლებით შექმნეს.

„დესტრუქცია, რომელიც მივიღეთ 24 ივნისის განცხადების საპასუხოდ, არის ის, რაც ქვეყანას დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მის სტაბილურობას. საგანგებო თემაა გზები და ენერგორესურსების მოძრაობა კასპიის რეგიონიდან ევროპულ ბაზრებზე. საგანგებო თემაა ჩენი უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის და ამას ყველაფერს გარედან ემატება დიდ დოზით დეზინფორმაცია. და რომელი რუსების დეზინფორმაცია დაგვაზიანებს, არ ვიცით რომ ოკუპირებული აქვთ ტერიტორია და ხალხს იტაცებენ? თუნდაც გაფრინდაშვილის მაგალითი ავიღოთ.

არასწორი ინფორმაციაა ჩვენს დეპუტატებზე,  ზოგადად ვითარებაზე, რომ კრიზისია. დიახ, კრიზისი არის პარტიათა შორის ურთიერთობაში და ეს კრიზისი ჩვენ არ გამოგვიწვევია. კრიზისი შექმნეს. კრიზისი შექმნეს უტიფარი განცხადებებით და ხეპრული გამოსვლებით და მოქმედებებით.  რომ დავუჯეროთ სახალხო დამცველს, კი არის კანონდარღვევა, მაგრამ ეს კანონდარღვევა საწყლებმა იმიტომ ჩაიდინეს, რომ ჩვენ შევუქმენით პოლიტიკური მიზეზები ამისათვის. კიდევ ბევრი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ქვეყნის მიტაცებაზე და მმართველობაზე საუბარი, რომელიც ასევე ინტენსიურად მიეწოდება როგორც არასწორი ინფორმაცია ჩვენს კოლეგებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics