16:34 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 12:47:00, 1871 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი - აქციების დაშლისას სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს

„რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები“,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნებისას ისაუბრა.

ომბუდსმენმა ყურადღება,  აქციების დაშლისას სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტებასა და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაზე გაამახვილა.

"მოცემულ შემთხვევაში გაჩნდა ლეგიტიმური კითხვები გამოყენებული ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ასევე, რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების აშკარა შემთხვევები. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათი დაცულობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან. 18 და 26 ნოემბერს მშვიდობიანი აქციები, ასევე ძალის გამოყენებით დაშალეს. მართალია, მოცემულ შემთხვევებში წინა შემთხვევებთან განსხვავებით, შედარებით მსუბუქი საშუალებების გამოყენებით განხორციელდა დაშალა, თუმცა აქაც ჩნდება კითხვები მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებების თანაზომიერებასთან დაკავშირებით," - აღნიშნა დღეს ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. სადაც მან 20 ივნისის აქციის დაშლაზე, პრეზიდენტის შეწყალებაზე, მოსამართლეთა შერჩევასა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში სპეციალურ შეთავაზებასა - 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
შსს: კახეთში შვილმა მამა მოკლა, ცხედარი სახლის ეზოში დამარხა - ის დააკავეს
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics