03:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 15:20:44, 7191 ნახვა

მსოფლიო
რუსეთს ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებში მონაწილეობა 4 წლით აეკრძალა

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ყველაზე მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა ოთხი წლის ვადით აუკრძალოს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დროშა არ აღიმართება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადასა და ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში ჩატარდება.

ამავე დროს, რუს სპორტსმენებს უფლება ექნებათ, შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ მიიღონ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებენ, რომ დოპინგი არ მიუღიათ.

ორგანიზაციის გადაწყვეტილებითვე, ოთხი წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ ჩატარდება დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს 298 რუს სპორტსმენზე ჰქონდა ეჭვი, აგრეთვე აცხადებდნენ, რომ რუსული მხარე მონაცემებს აყალბებდა და სააგენტოთან არ თანამშრომლობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics