02:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 13:37:50, 1494 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: წიაღის სექტორის რეფორმის მთავარი მიზანი ადგილობრივი მრეწველობის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილებია

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა.  როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც წიაღის სექტორი ვითარდება და უახლოესი წლების მანძილზე განვითარდება.

საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია მთავრობის სხდომაზე ერთობლივად წარადგინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მისმა სსიპ  საქართველოს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორული რეფორმაა, რომელსაც ეკონომის სამინისტრო ახორციელებს.

ნათია თურნავას  ინფორმაციით, რეფორმა არაერთ კომპონენტს მოიცავს, თუმცა, მთავარი მიზანი ადგილობრივი, ქართული მრეწველობის განვითარება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ახალ სამუშაო ადგილების შექმნაა.  

„თუ აქამდე წიაღის სტრატეგიაში ჩვენი წარმატების ძირითად კრიტერიუმად მაინც იყო მიჩნეული, რამდენადაა ათვისებული წიაღისეული და რამდენად ინტერესდებიან ინვესტორები წიაღის მოპოვების ლიცენზიებით, ახლა აქცენტი მოპოვებასთან ერთად  გადამუშავებაზეც გვაქვს - ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას ქვეყნის შიგნით, ექსპორტზე გავიდეს არა უბრალოდ მოპოვებული წიაღისეული, არამედ მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქცია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აქედან გამომდინარე, მინისტრის თქმით, მთავრობა საკანონმდებლო დონეზე ამკვიდრებს შემდეგ პრინციპს - ყველა ლიცენზიანტს, ვინც წიაღს მოიპოვებს, ასევე ჰქონდეთ საინვესტიციო ვალდებულებები აღებული. 

„ინვესტორებს ამ საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში უნდა ჰქონდეთ როგორც შესაძლებლობა, ისე ვალდებულება, რომ გადამამუშავებელი ინდუსტრიაც შექმნან  და მათ მიერ მოპოვებული წიაღისეული მაქსიმალურად თავადვე გადაამუშაონ" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა და ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics