2015-07-23 12:14:16, 559 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: შემოდგომიდან 200-ზე მეტ ძირითად მედიკამენტზე ფასების შემცირებას მოვახერხებთ
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სექტემბრიდან 200-ზე მეტი დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასების შემცირება მოხდება.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ვფიქრობ, რომ პირველადი მოხმარების ე.წ. ესენციუმ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ნაბიჯ-ნაბიჯ გაიზარდა. შემოდგომიდან გეგმის მიხედვით200-ზე მეტ ძირითად მედიკამენტზე მოვახერხებთ ფასის დაკლებას. ამის მიღწევის ინსტრუმენტებია ერთის მხრივ კონკურენციის გაზრდას, მეორეს მხრივ ხარისხის კონტროლის სისტემის უზრუნველყოფა, რომ იაფმა, მაგრამ უხარისხო მედიკამენტებმა არ დაიკავოს ეს ნიშა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან