05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 13:05:11, 1178 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2021 წელს საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს

„2021 წლის მაისში, საქართველო აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

„ჩვენუკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა საქართველოში ჩატარდება. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ 2015 წელს თბილისში ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური ფორუმი არის ბევრად უფრო მასშტაბური, როგორც მონაწილეების რაოდენობით, ისე იმ ღონისძიებებით, რომლებიც გაიმართება წლიური შეხვედრის ფარგლებში“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბანკის სათაო ოფისიდან ჩამოვა სპეციალური დელეგაცია და სამუშაო ჯგუფი დაიწყებს სერიოზულ მზადებას ამ უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics