23:54 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 13:02:10, 400 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს პრეზიდენტს კაი შელლერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (Bundesrechnungshof) პრეზიდენტს, კაი შელლერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (BRH) თანამშრომლობა განიხილეს. საუბარი შეეხო სახელმწიფო სახსრების გამოყენების ანგარიშვალდებულებას და ქვეყანაში უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის როლს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი - საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.

კაი შელერი გერმანიის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (BRH) რიგით მე-10 პრეზიდენტად 2014 წლის 30 ივნისს დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics