04:33 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 13:16:15, 12656 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო [ვიდეო]

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტის მისაღებად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა მას მხარი 101 დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გუშინ დაიწყო. კანონპროექტზე მსჯელობის პროცესში პლენარუ სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დეპუტატები ერთანეთს უცენზურო ლექსიკით მიმართავდნენ. ხმაური სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დადგინდა, რომ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა კანონპროექის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ, ოპოზიციას გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს ყველაფერი საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას ისახავს მიზნად. გუშინვე დაიგეგმა უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოსულმა დეპუტატებმა პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. რამდენიმე დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ თუ მმართველი გუნდი კანონპროექტს არ ჩააგდებს, ისინი მზად არიან უმრავლესობა დატოვონ.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics