14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 10:25:29, 5562 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს სამხედროები სრულად გარემონტებულ ყაზარმებში იცხოვრებენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს იწყებს.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა, სამხედრო მოსამსახურის საცხოვრებელი და სოციალური პირობები ნატოს სტანდარტების შესაბამისი იქნება. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისი ვალია სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას, რის გამოც უწყება ძირეულ ცვლილებებს გეგმავს.

„მე რამდენიმე ყაზარმა მოვიარე, გეტყვით, რომ იმ პირობებს რაც დამხვდა, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ იმსახურებენ. არ არის დამაკმაყოფილებელი ფორმის ხარისხი. ფორმა, ფეხსაცმელი და პირადი აღჭურვილობა ჯარისკაცისთვის უმნიშვნელოვანესია. ამ პრობლემების გათვალისწინებით, ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი ანალიზი და ბიუჯეტი, შესაბამისად, დავგეგმეთ. არსებული სახსრების რაციონალურად გადანაწილება მოვახდინეთ. ჩემი გადაწყვეტილებით ყველა საცხოვრებელი ყაზარმა, დაახლოებით 200-მდე ყაზარმა 2020 წელს იქნება სრულად გარემონტებული ჩვენი ძალებით, თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო კომპანიის მიერ. ამის გაკეთებას ვაპირებ უშუალოდ სამხედროების ჩართულობით, მათი ზედამხედველობით, ბრიგადის მეთაურების ჩართულობით. ეს ბევრად უფრო გაამარტივებს ამ პროცესს. დაახლოებით 250 ობიექტი იქნება გაისად გასარემონტებელი, ამაში შედის 50 სასადილო. ამას ემატება სპორტული მულტიფუნქციური ბაზები, მოედნები და ა.შ. 60 ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვაპირებთ ასევე ფორმების განახლებას, სრული ეკიპირების განახლებას, ჩვენ ერთის მხრივ ვაცხადებთ, რომ გვინდა ნატოს სრულფასოვანი წევრობა, მეორეს მხრივ ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ დღეს ჯარში გვაქვს, აბსოლუტურად არ შეესაბამება ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს ხედვა პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციებთან სრულ თანხვედრაშია.

თავდაცვის მინისტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თავდაცვის ძალებში გატარებული პოლიტიკაც მიმოიხილა. მისი განცხადებით, ქართული ჯარის განვითარება ბიძინა ივანიშვილის აქტიური ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

„როდესაც წინა ხელისუფლება მოვიდა სათავეში, ბატონი ბიძინა აქტიურად ეხმარებოდა ჯარს, არამხოლოდ ჯარს, არამედ ყველა იმ რეფორმას, რომელიც მაშინ მიმდინარეობდა. სწორედ მაშინ დაიწყო კომპლექსურად ფორმების გამოცვლა, ყაზარმებისა და ბაზების რემონტი. თუმცა შემდეგ, ეს კომპლექსური მიდგომა შეცვალეს და მაშინდელი ხელისუფლება გამალებულ შეიარაღებაზე გადავიდა. შეიარაღებაში ასეული მილიონი დოლარი იქნა დახარჯული, მოგეხსენებათ, რომ მილიარდამდე ღირებულების ტექნიკა და შეიარაღება დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ, ომის დროს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics