02:36 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 10:24:49, 1125 ნახვა

პოლიტიკა
ვანო ზარდიაშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ოფიციალურად დღეს შეუჩერდება

კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს უფლებამოსილება დღეს, პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე ოფიციალურად შეუჩერდება.

შეგახსენებთ, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვებაზე განცხადება 7 ოქტომბერს გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მას არ სურდა პროვოკაციების წყარო ყოფილიყო.

ამასთანავე, თანამდებობის დატოვების ერთ-ერთ მიზეზად ზარდიაშვილმა მისი ოჯახის წევრების და არასრულწლოვანი შვილების ფსიქიკური წნეხი დაასახელა.

დეპუტატი პარტიული საარჩევნო სიის მომდევნო კანდიდატს, ამ შემთხვევაში თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ირაკლი ზარქუას უნდა ჩაენაცვლებინა, რომელმაც პარლამენტის წევრობაზე უარი განაცხადა. ირაკლი ზარქუას შემდეგ სიით მომდევნო კანდიდატი თემურ გოცირიძეა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics