22:29 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 14:38:49, 394 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ვახტანგ გომელაური არის კაცი, რომლის ნდობაც შეიძლება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ვახტანგ გომელაურს ახალ თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გომელაური არის ადამიანი, რომლის ნდობაც შეიძლება.
"ვახტანგ გომელაურს, რომელიც არის ერთგული კაცი, რომლის ნდობაც შეიძლება და რომელსაც თანამშრომლობის ძლიან დიდი კულტურა აქვს, წარმატებებს ვუსურვებ",-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შეფასებით, ვახტანგ გომელაური წარმატებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ხელმძღვანელი იქნება.
"ვფიქრობ, ის იქნება მართლაც წარმატებული ხელმძღვანელი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მიმართულების სათავეში",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  უხელმძღვანელებს.  შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა კი, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics