11:06 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 15:58:16, 2442 ნახვა

რეგიონი
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა. გაიმართა შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან.

თორნიკე რიჟვაძემ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი მოთმინებით და ძალიან კონსტრუქციულად ელოდებოდნენ ამ ობიექტის დასრულებას.

„ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების მოლოდინებთან შესაბამისი. მჯერა, ძალიან მალე  მივიღებთ პირველ პაციენტებს და მათ ექნებათ წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ სამედიცინო სერვისებზე, სადაც თქვენ და თქვენს შრომას ექნება დაფასება და მოგიწევთ ღირსეულ სამუშაო გარემოში მუშაობა", - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ბათუმის რესპუბლიკური საავამდყოფოს განვითარების პროექტზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული გეგმა გააცნო.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაბამის აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ის ერთ-ერთია იმ ოთხი სამედიცინო დაწესებულებიდან,  რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მართვაში იქნება.

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება ასევე სტუდენტების და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics