20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-30 10:29:01, 1948 ნახვა

სამართალი
ხარაგაულში ტრაქტორზე დამონტაჟებული უკანონო სახერხი დანადგარი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ცნობით, სოფელ წაქვას მკვიდრს ტყის ფონდში,  უკანონო სახერხი დანადგარი ტრაქტორზე ჰქონდა დამონტაჟებული,  ტერიტორიაზე  ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 5 ერთეული მორი.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარი და ტრაქტორი დალუქეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, დასავლეთის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა.

დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2019 წლის იანვრიდან დღემდე, 76 უკანონო სახერხი გამოავლინეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics