19:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 17:00:56, 3073 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე კიბერთავდასხმაზე: შესაძლოა „ოცნების“ „ტროლების ფაბრიკამ“ გააკეთა, რომ ენმ-ს გადააბრალოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების საიტებზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან "ქართული ოცნება" დგას. 

მისი განმარტებით, კიბერშეტევის დროს გამოიყენეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო, იმისათვის, რომ შემდგომ ფაქტი, „ნაციონალურ მოძრაობას“ გადააბრალონ.

„კარგი იუმორი ჰქონია ჰაკერს. ვინაიდან, მიშას დაბრუნების შიში ისედაც არსებობს და ახლა უკვე შიში ყველას საკუთარ კომპიუტერებში მიუვიდა, ვგულისხმობ მაღალჩინოსნებს. შესაძლებელია, მათმა „ტროლების ფაბრიკამ“ გააკეთა, რომ შემდეგ გადააბრალონ „ნაციონალურ მოძრაობას“ ან მიშას, უკრაინიდან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ განაცხადა, რომ „იმედსა“ და „მაესტროზე“ მაუწყებლობა შეჩერდა

ცნობისთვის, სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებ-საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტორმ გამოძიება დაიწყო. 

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics